შუახნის ქალი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ირაკლი გვაზავას ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ მსუბუქი ფორმით. პაციენტზე არ არის ინფორმაცია, თუ რომელ კლასტერს განეკუთვნება.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის 22 აპრილს დაბრუნდა სტამბოლიდან. კარანტინში პირდაპირ საზღვრიდან გადმოიყვანეს და კონტაქტი არავისთან ჰქონია.გუშინ კორონავირუსი ამავე საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბავშვს დაუდასტურდა თეთრიწყაროს კლასტერიდან. ისინი სამკურნალოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.