მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა. გასაუქმებელია კომენდანტის საათიც" - გიგა...

“საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა. გასაუქმებელია კომენდანტის საათიც” – გიგა ბოკერია

Published on

“საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ისე როგორც დღეს არის, იქნება სრული კატასტროფა”, – ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა გაისხნას ეკონომიკა და მოიხსნას აბსურდული რეგულაციები. 

ბოკერია ამბობს, რომ შესაძლებელია, შენარჩუნდეს კონკრეტული კომპონენტები, მაგალითად, უცხოეთიდან შემოსული მოქალაქის დავალდებულება, რომ ტესტი უნდა  ჩაიტაროს ან კარანტინში იყოს, მისი თქმით, ეს რაციონალურია.

“შეიძლება, იყოს რაღაც სხვა მინიმალური შეზღუდვები, რომელიც არის გონივრული, დანარჩენი ყველაფერი უნდა გაუქმდეს 22 მაისის მერე კი არა, იქამდე, გუშინწინ იყოს უკვე გასაუქმებელი”, – ამბობს ბოკერია.

ბოკერიას ამბობს, რომ გასაუქმებელია კომენდანტის საათიც, რადგან დროში შეზღუდვა მეტ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის.

“რაღაც საღი აზრი ხო უნდა იყოს?! 9 საათამდე ვერ შეიკრიბება ხალხი საქეიფოდ თუ უნდა!? იქამდე ვერ გამონახავენ დროს?! ყველგან დადიან უფრო შევიწროებული დროის განმავლობაში და ეს პირიქით, ცუდ როლს თამაშობს,” – ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და გარეთ იყენებს ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად და თვითშექებისთვის, კომიკური და სამარცხვინო ფორმით.

“გარეთაც რა პუბლიკაციებიც დაუკვეთეს, დაუკვეთეს არა იმიტომ, რომ გარეთ რამე ეფექტი ექნება, იქ ეს ჩაიკარგება ოკეანეში, ვინ შეამჩნევს,  შიგნით პროპაგანდისთვის დაუკვეთეს, რომ იქ დაბეჭდილი მერე აქ ატრიალონ, ნახეთ როგორ გვაღიარეს. გასაგებია და ნორმალურია, რომ ყველა პოლიტიკურ გუნდს უნდა თქვას, რა გააკეთა სწორად, ოღონდ ამ დოზით და ამ ფორმით ეს ახასიათებს მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებს”, – ამბობს ბოკერია.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული, თუმცა მმართველი პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო კიდევ გახანგრძლივდეს.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...