მთავარისიახლეებიპოლიტიკარა შემოგვაპარა დღეს ირაკლი კობახიძემ არჩევნებთან დაკავშირებით? ჩატარდება თუ არა არჩევნები...

რა შემოგვაპარა დღეს ირაკლი კობახიძემ არჩევნებთან დაკავშირებით? ჩატარდება თუ არა არჩევნები დათქმულ ვადებში?

Published on

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ერთი თვით გაგრძელების შემთხვევაშიც ესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ახალი წესით ჩატარება. ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“არავითარი საფრთხე არ შეექმნება, ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო საკმარისია ყველაფრისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო გახანგრძლივება, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე ესწრება ცვლილებების მიღება, თუ გახდა გაგრძელება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივლისში დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება”, – ამბობს კობახიძე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს, რაც ამ შემთხვევაში 31 ოქტიმბერია.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს. ანუ, საქართველოს პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით უნდა იქნას არჩეული, 30 კი მაჟორიტარულით. 

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...