მთავარისიახლეებიპოლიტიკარას პასუხობს ქართული ოცნება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოწოდებას...

რას პასუხობს ქართული ოცნება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოწოდებას დაიწყოს მუშაობა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად საჭირო ზომებზე

Published on

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანგებოს გაგრძელების აუცილებლობა არ დგას. პარტიის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ ამიტომ არ დაუჭირა პარტიამ მხარის საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადით გაგრძელებას.

“ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ბევრს სხვა ქვეყანაში ხდება, ეტაპობრივად, მაგრამ სწრაფად მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც დღეს უკვე გაუმართლებელია და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს”, – ამბობს კაპანაძე. იგი თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადით გაგრძელების შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება არჩევნების ოქტომბერში ჩატარების საკითხი

ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაა მისაღები, რომლითაც საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გახანგრძლივდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მოესწრება.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას.მათ შორის განიხილოს ახალი კორონავირუსის პირობებში არჩევნების პროცესის ნებისმიერი გზა, რაც მისი ჩატარების გარანტიას მოგვცემს.

მდინარაძისვე განცხადებით, არჩევნების ელექტრონული წესით გამართვისთვის მომზადება ვერ მოესწრება.”ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება იმას, თუ რა რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოდ მზად ვართ და ღია ვართ”, – . ასე გამოეხმაურა იგი საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მოწოდებას, რომლის მიედვითაც, ხელისუფლებამ, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, მუშაობა უნდა დაიწყოს ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს.

TI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...