მილიარდერის ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამომრჩევლები/ადამიანები ღორებივით ვართ და ყველაფერს ვჭამთ – ხახვს, კარტოფილს, ყველა ტყუილსა და დაპირებას. მაგრად ცდებიან. არც ამომრჩეველი ჭამს ყველა ტყუილს და არც ღორი მეტიც, სოფელში ვინც ცხოვრობს, კარგად იცის – ღორს თუ ტაშტში ჩასხმული სალაფავი არ მოეწონა, ტაშტისთვის დინგის ამოკვრა იცის – ამოსცხებს დინგს და საჭმელს დააქცევს.
.- ნიკა მელია თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ,,კავკასიის’ეთერში გასულ თავის ინტერვიუს, რომელშიც დავით აქუბარდიას ესაუბრება ანტიკრიზისულ გეგმაზე, მთავრობის ცრუდაპირებებზე, ქართული ოცნების გეგმებზე თავის თავზე მოირგოს არჩევნები