მთავარისიახლეებისაზოგადოება2 თვე ეროვნულ გამოცდებამდე და პრობლემები, რომლებზეც აბიტურიენტები საუბრობენ

2 თვე ეროვნულ გამოცდებამდე და პრობლემები, რომლებზეც აბიტურიენტები საუბრობენ

Published on

ერთიანი ეროვნული გამოცდების ვადები არ გადაიწევს, ის ივლისში, იმავე ფორმატით ჩატარდება, როგორც ეს წინა წლებში ტარდებოდა- ინფორმაცია ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. აბიტურიენტებს გამოცდებამდე 2 თვე რჩებათ და შეიძლება ითქვას, რომ გაურკვევლობაში არიან, თუმცა აკადემიურ წლად გამოცხადებას მაინც არ ემხრობიან. ონლაინსწავლებამ აბიტურიენტების ნაწილს მოტივაცია დაუკარგა, ამბობენ, რომ ამ ფორმას ძალიან ბევრი უარყოფი მხარე აქვს, მაგრამ ისიც იციან, რომ ამ პირობებში სხვა ალტერნატივა არა აქვთ.აბიტირიენტები ფიქრობენ, რომ  ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ციის გამო ისი­ნი არ უნდა და­ზა­რალ­დნენ და გამოცდებზე შეღავათები უნდა დაწესდეს. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...