მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირისპირება ბოლნისში - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მისულ ექიმებს...

დაპირისპირება ბოლნისში – კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მისულ ექიმებს და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს

Published on

ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივები სამართალდამცავებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს დაუპირისპირდნენ.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ, ოჯახის ახლობლებმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

დაპირისპირების დროს დაზიანებულია სოფლის რწმუნებულის რობიზონ სელიმაშვილის მანქანა, თუმცა სასწრაფოს ექიმები და სამართალდამცველები დაშავებულები არ არიან. „დაგვიშინეს ქვები [სოფლის მცხოვრებლებმა] და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია” განაცხადა რწმუნებულმა მედიასთან საუბარში.

პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ამბობს, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სოფელში რჩებიან, თუმცა მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან“, -განაცხადა მეშველიანმა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...