მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ექიმს ახალი...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

Published on

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უარყოფს რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. 

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ, IPN-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამედიცინო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი მკურნალობს, თუმცა, არცერთი მათგანი მათი ექიმი არ არის. რაც შეეხება კარანტინის გამოცხადებას, ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში ისედაც კარანტინია. 

“დღეს შევცვალეთ “სტაფი”, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი “სტაფი” შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება. ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ტესტირებებს ვაკეთებთ, ახალი არაფერია”, – უთხრა ტურძელაძემ სააგენტოს. 

გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკის ექიმის დაინფიცირების შესახებ უარყოფს კლინიკის დირექტორიც. მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლევან რატიანს ტრადიციული საინფორმაციო ბრიფინგი ჰქონდა, სადაც არც ექიმის დაინფიცირება უხსენებია და არც კლინიკაში კარანტინის გამოცხადება. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. ლევან რატიანმა ტვ პირველისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ მასობრივი ტესტირებების შედეგად, მათი მედპერსონალიდან არცერთს ვირუსი არ დადასტურებია. 

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...