მთავარისიახლეებისაზოგადოებარას ცვლის კრიზისი, პანდემია საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებში

რას ცვლის კრიზისი, პანდემია საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებში [Video]

Published on

აფხაზეთში მცხოვრებმა ხალხმა კორონა ვირუსზე, მისი გავრცელების მიზეზებსა და საფრთხეზე, რომელსაც ის გლობალურ სამყაროს უქმნის რუსული და აფხაზური  მედიიდან დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით გაიგეს. რუსული პროპაგანდის ლოგიკა, რომელიც განგებ მალავს ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო პანიკას თესავს ევროპაში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ასე ახსნა. აფხაზეთში არ იციან, რამდენი ადამიანია რუსეთში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაინფიცირებული, თუმცა იციან ის, რომ სტატისტიკას, რომელსაც აცხადებენ ტყუილია, ასევე იციან სიმართლეც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, იმის მიუხედავად რას უყვება მათ რუსული მედია.პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს დახმარება შესთავაზა და ეს დახმარება აფხაზეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც მიიღო, თუმცა ჩვენი წყარო გვიყვება, რომ რუსული არხები ამის შესახებ ინფორმაციებს არ გადმოსცემენ, უფრო მეტიც, დახმარება გალის მოსახლეობისთვის არ გადაუციათ.პანდემიის დროს აფხაზებს ჩვენთან თანამშრომლობის და დახმარების იმედი აქვთ, ახლაც და სხვა დროსაც აფხაზეთიდან საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებისთვის ადამიანებს უპრებლოდ შეუძლიათ გადმოსვლა.შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ აფხაზეთი მიმდინარე კრიზისის დროს ნაკლებად მოექცა რუსული დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუმცა პაატა ზაქარეიშვილის აზრით ცხადია, რომ ამ ეტაპამდე აფხაზეთმა თანამშრომლობითი პოზიცია აირჩია და ღიაა იმ დახმარებების მისაღებად, რომელსაც დანარჩენი საქართველო სთავაზობს. რას ცვლის კრიზისი, პანდემია საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებში. პაატა ზარქარეიშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კონფლიქტოლოგი  მიიჩნევს, რომ  კრიზისის დროს კომუნიკაციიის გაძლიერება და დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია.

სიახლეები

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...