,,ზოგიერთი ჟურნალისტი ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა” – რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

0
459

რუის-ურბნისის ეპარქია ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავცელებს/

მათი თქმით, მეუფე იობის შვილობილი (კობა კობაიძე) მამა დავითი მონასტრის წინამძღვარი არასდროს ყოფილა და ის მონასტრის რიგითი წევრია.

“უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.

ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.

სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა”, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

წინა სტატია,,სააკაშვილმა და ზელენსკიმ თანამშრომლობის სხვა ფორმატი მოიძიეს, -ეს ახალი პოზიციაა“ – დავით არახამია
შემდეგი სტატიაგაზპრომი ზარალშია -საყოველთაო კარანტინისა და თვითიზოლაციის ფონზე გაზის ფასი 66 დოლარამდე დაეცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური