მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

Published on

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული საქმის დეტალებზე არ საუბრობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე მოცდას სთხოვს. ამასთან, მისი ადვოკატის კახა ხვისტანის განცხადებით, დავით ცინარიძისთვის „ოჯახი წმინდაა და აღნიშნული თემის ზედმეტი დრამატიზირება არ სურს“.

ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...