მთავარისიახლეებისაზოგადოება"რემდესივირი ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? " - მარინა...

“რემდესივირი ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? ” – მარინა ეზუგბაია განმარტავს ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს

Published on

“ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? ” – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას საქართველოში მედიკამენტ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გუშინ, 29 აპრილს, ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და ჯანდაცვის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა თქვა, რომ რემდესივირის ცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებო ჯგუფების შემთხვევაში კი – 15. ეს ნიშნავს, რომ “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია”. 

ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც, არაერთი მეცნიერის აზრით, შედარებით საიმედოა, რემდესივირია. არსებობს მოლოდინი, რომ FDA კორონავირუსის სამკურნალოდ მის გამოყენებას მალე დაუშვებს.

რემდესივირი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა. 

16 მარტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოს აქვს შანსი, მიიღოს მედიკამენტი რემდესივირი, ვინაიდან მას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილეადი” აწარმოებს. საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე აქვს ამ კოპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...