მთავარიUncategorizedანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ [Video]

Published on

სამსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალურად დაუცველის მწირი დახმარებაა, რომელსაც მარტოხელა დედა 2 მცირეწლოვანი ბავშვის გამოსაკვებად ზოგავს. პანდემიის პირობებში მან ის ერთადერთი დამატებითი შემოსავალი დაკარგა, რასაც ძიძის პოზიციაზე უხდიდნენ და კიდევ უფრო გაუჭირდა. მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილშიც ვერ ხვდება, რომელიც ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს.

ხელისუფლებამ დაუფარავდ განაცხადა, რომ დახმარებას ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან იყვნენდასაქმებული, რადაგან არსად არ არიან რეგისტრირებული და ოფიციალურ დოკუმენტს ვერ წარადგენენ. ახლა ორშვილიან მარტოხელა დედას შიში აქვს, რომ ბავშვების გამოკვებას ვერ შეძლებს.

თავითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი. ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა კი დაახლოებით 20 მაისისთვის უნდა დაიწყოს, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ბაზა შეიქმნება და გაირკვევა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც თავს თვითდსაქმებით ირჩენს, თუმცა, ზუგდიდელმა მარტოხელა დედამ  არ იცის მოხვდება თუ არა ამ ბაზაში და არც ის იცის,  როგორ გააგრძელოს  ცხოვრება ორი მცირეწლოვანი ბავშვით და არავის იმედად.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...