მთავარისიახლეებისაზოგადოება6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 42 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 63 გვყავს. გუშინ სამი პაციენტის განმეორებით ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და სამივემ დატოვა კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია, ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 6-დან 1 არის თეთრიწყაროს შემთხვევა, 3 საკარანტინე სივრცედან და მათგან 1 ჩვენთანაა, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება ახლა ამ წყაროს მოძიება. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა” – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...