მთავარისიახლეებისაზოგადოება"პრაიმედის" ლაბორატორიაში გუშინ გაკეთებული 13-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია

“პრაიმედის” ლაბორატორიაში გუშინ გაკეთებული 13-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია

Published on

ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში გუშინ სამეგრელოს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, ცამეტივე კვლელაზე პასუხი უარყოფითია. “აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს რეგიონში შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა. ეს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც აშკარად ჩანს. ამ დრომდე ჩვენს ლაბორატორიაში 50-მდე პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ.კვლევა ძირითადად იმ პაციენტებს უტარდებათ, ვინც ცხელების ცენტრებშია მოთავსებული. ასევე ვატარებთ კვლევას საკარანტინო სივრცეში მყოფ ზოგიერთ პაციენტზე”-აცხადებს ლელა ქაჯაია. “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მალე დაიწყება კვლევა იმ რისკ ჯგუფებზე, რომელთაც ჰქონდათ უშუალო სიახლოვე პაციენტებთან და აქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ლელა ქაჯაია აცხადებს, რომ პირველ რიგში კვლევა ჩაუტარდებათ მედიკოსებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...