მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი საქართველოში დღეიდან ძალაშია

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი საქართველოში დღეიდან ძალაშია

Published on

უკვე რამდენიმე საათია, ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. პარალელურად, ორი დღით დაშვებულია ტრანსპორტის საქალაქთაშორისო მოძრაობაც. ამავე დროს, სხვა აკრძალვებთან ერთად, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

დღეიდან ამოქმედდა ყველა ტიპის ონლაინ და საკურიერო მომსახურებაც; გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები. თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქის და რეგიონების ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ტაქსებიც. თუმცა, თითოეული მძღოლი ვალდებულია, ეპიდემიოლოგების მითითება მკაცრად დაიცვას.

შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელიც მოქმედებს სპეციალური საკარანტინო რეჟიმით.

“27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით,” – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეზღუდვების მოხსნა სულ 6 ეტაპად განხორციელდება. ყოველი მომდევნო ეტაპი ორ კვირაში ერთხელ დაიწყება.

იმ შემთხვევაში კი, თუ COVID – 19-გან გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად ნეგატიური გახდა, ხელისუფლება გაუქმებულ შეზღუდვებს ხელახლა აამოქმედებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...