რაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მთავარი არხის ეთერში

0
470

გუშინ, 27 ნოემბერს ვანო მერაბიშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.ეს იყო ახლო წარსულში ( და დღემდე) ერთერთი ყველაზე მნივნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი პრემიერმინისტრის და შემდგომ პოლიტიკური პატიმრის პირველი გამოჩენა და ინტერვიუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გავლილი არცთუ ისე მცირე დროის განმავლობაში, თუ ამ დროს ( დაახლოებით ორ თვეს) გავზომავთ მისდამი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საზომით

რა თქვა ვანო მერაბიშვილმა ამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორ აფასებს ახლო წარსულისა და დღევანდელ მოვლენებს, ხედავს თუ არა თავის თავს და მომავალს ქართულ პოლიტიკაში

გთავაზობთ მისი პასუხების მოკლე ტექსტურ ვერსიას

ვანო მერაბიშვილი 26 მაისზე: ვერ შევძელი სპეცრაზმის მომზადება, რომ კრიზისულ სიტუაციაში შეძლებოდათ თავის გაკონტროლებ

პირადად ჩემი ბრალია, რომ ვერ შევძელი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისეთ მაღალ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის – ეს ჩემი ბრალია. მე თავს არ ვიმართლებ. 

ის სპეცრაზმელები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 1 კვირის წინ, 3 კვირის, 1 თვის წინ, მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე. 3-4 თვეში ერთხელ ისინი იყვნენ თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენი ათეულობითსპეცრაზმელი დაიღუპა.არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე გვყოლოდა სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც იყვნენ გამზადებული თუ მიტინგი ჩატარდებოდა და ცალკე გვყოლოდა სპეცრაზმი, რომ ყოფილიყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. 

სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო ამისთვის დრო, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და, რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები. ამბობს ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 26 მაისის აქციის დარბევაზე.

7 ნოემბერზე და ლევან ბერძენიშვილზე

 ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით საუბრისას ლევან ბერძენიშვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ვისაც დაურეკა ლევან ბერძენიშვილი იყო და მათ ერთმანეთს გაუგეს.

„მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო, რადგანაც მასთან საუბარი მინდოდა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი. მას, ასე ვთქვათ, ახალმა პოლიტპატიმარმა ძველ პოლიტმატიმარს დავურეკე და გავცვალეთ აზრები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ერთამანეთს გავუგეთ, მანაც მაპატია ის, რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“

,,იმედში ”შესვლაზე: კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება. ძალიან ადვილია ახლა ჩემთვის თქმა, რომ ეს არ იყო საჭირო. როცა გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა არამარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში – ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გადადგა და დანიშნა რიგგრაშე არჩევნები.

აქ მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არა, მთელი მთავრობა გადადგა, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, თავისუფალ მედიას, სჭირდება მოფრთხილება ძალიან.

თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. სამწუხაროდ, ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა იმედი და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა.

გირგვლიანის საქმეზე: უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი“

ეს საქმე არის დიდი ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, გირგვლიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის. საქმე იქცა პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, ჩემი მეგობრებისთვის, პირადად ჩემთვის. მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადადწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადავმდგარიყავი. მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ჩემს მიერაც, საკითხს განიხილავდა რამდენიმე ადამიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან, სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა, როგორც გადაწყდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი გადადგომა უკეთესი იქნებოდა.

ციხის კადრების შესახებ

კადრების ნაწილი რეალური იყო, ნაწილი კი დადგმული., მაგრამ თუმცა მოსახლეობისთვის რეალური კადრების შემდეგ დადგმულიც დამაჯერებელი გამოჩნდა.

“ერთი ნაწილი, რომელიც არის საკნებში, რა თქმა უნდა იყო დადგმული და მგონი, ცნობილია, ვინც დადგა, გვარები არ მახსოვს. მეორე ნაწილი, რომელსაც ერქვა დაშლა [კარანტინის დაშლა] ის არ იყო დადგმული. მაგრამ ერთმა არადადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა იმას”, — განაცხადა მან.

კითხვაზე, რა იფიქრა, მან როდესაც ციხის კადრები ნახა, მერაბიშვილი პასუხობს:

“ვიფიქრეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა. პრობლემა არა ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ პრობლემა, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა პრობლემა”

ახალაიებთან დაპირისპირების შესახებ არსებული მოსაზრებების შესახებ

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უარყოფს, რომ ასევე, ყოფილ შს მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირება ჰქონდა. მერაბიშვილის თქმით, მისი მხრიდან დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ახალაიას მასთან პრობლემები, მერაბიშვილი პასუხობს: “საუბრისას არ შემიმჩნევია”.

“არავითარი დაპირისპირება ჩემი მხრიდან ბაჩო ახალიას მიმართ არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დაპირისპირება არ ყოფილა არც დანიშვნამდე და არც დანიშვნის შემდეგ”, — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე:

ასეთი დავალება არ ყოფილა გაცემულითუ ვინმე დაზარალდება ასეთი დოკუმენტებით პირველი, ის, ვინც ეს გააკეთა და გამოვიდა, რომ თითქოს ეს ჩვენ გავაკეთეთ. დაზარალდება ის, ვინც ამას გამოაქვეყნებს. როგორც მინიმუმ, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დროს ასეთი კადრები არ გამოქვეყნებულა. პირადად მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ არ უნდა გაკეთებულიყო. ასეთი დავალება არ ყოფილა გაცემული. უფრო მეტიც, ამას არ ჰქონდა არანაირი ეფექტი. მე რომ მცოდნოდა ამის არსებობის შესახებ, პირველი რასაც ვიზამდი, გავანადგურებდი ამ კადრებს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დაპირებები გასცა, ვფიქრობდი, არჩევნებს წავაგებდით

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ის განცხადებები გააკეთა, რომელიც მან გააკეთა, რა დაპირებებიც გასცა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ არჩევნები გვქონდა წაგებული. იგივეს ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი. ამის საფუძველს მაძლევდა საზოგადებაში არსებული განწყობების ცოდნა – ბევრისთვის ისი ყოძალია ნმდიდარი დაგულუხვიადამიანი, რომელიც აუცილერბლად შეასრულებდა პირობას, რომელსაც საჯარო გამოჩენიდანვე გასცემდა.

.

ბოლო კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან 2008 წლის გაზაფხულზე მქონდა, ზუსტად რიცხვის თქმა გამიჭირდება. მას შემდეგ მასთან კონტაქტი საერთოდ არ მქონია.

საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ მას როგორც რუსეთის გეგმების განმახორციელებელ ადამიანს ისე ვეკონტაქტებოდი. 

ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრებოდი როგორც ადამიანს, რომელიც არსებობდა, რომელთანაც კონტაქტი მქონდა. რამდენიმე თვეში ერთხელ მასთან კონტაქტი მქონდა. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა კონტრაქტი, მათ შორის სერიოზულ ბიზნესმენებთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, რა არის აქ უჩვეულო და გაუგებარი. მინიმალური კონტაქტები იყო, რამდენიმე თვეში ერთხელ ჩვენ ან ტელეფონზე ვსაუბრობდით, ან ვხვდებოდით. ის საკუთარ ყოფით პრობლემებზე საუბრობდა, რამე სერიოზულ, საქმესთან დაკავშირებულ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია

რაც შეეხება იმას, თუ ვიცოდით, რომ იგი რუსეთის კაცი იყო, ინფორმაცია რასაკვირველია გვქონდა, მაგრამ ამის დამტკიცება არ იყო იოლი -, რა ზომები უნდა მიგვეღო? ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებდით და დემოკრატიული მეთოდებით უნდა მოგვევლო ამ საქმისთვის, მაგრამ ამას მეტი საფუძველი სჭირდებოდა. მას თავისუფალი არჩევანი ჰქონდა, შეიძლება რუსეთზე დამოკიდებული იყო, მაგრამ მას უამრავი არჩევანი ჰქონდა და შეეძლო, სხვაგვარად მოქცეულიყო. უამრავი რუსი ოლიგარქია, რომელიც პუტინის დავალებას არ ასრულებს. უამრავი ასეთი მაგალითია. ყველა ის ადამიანი, ვისაც რუსეთში ბიზნესი აქვს, მათ შორის ქართველები, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური ამბიციები აქვთ და რუსეთის შეკვეთებს ასრულებენ. აი, ასე საკითხს არ დავსვამდი. 

ამ და სხვა საკითხებზე საუბრის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან აქტიურადაა პოლიტიკაში ჩართული.

მერაბიშვილის თქმით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობას. მე ვარ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები, გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მაგრამ არ გეტყვით, ამისთვის, ცალკე გამოვიყენებ საშუალებას“, – .

„დღეიდან მე ვარ გააქტიურებული. ვაპირებ, აქტიურად ვმუშაობ ისედაც არასაჯაროდ, მობილური ტელეფონის გამოყენებით… ვესაუბრები ადაიანებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს . ყველა პარტიიდან, ოპოზიციური ფრთის დიდ ნაწილთან.

ჩემი ამოცანა არის, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ეს ხელისუფლება… მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, ვინც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში…

მერაბიშვილის თქმით, მას თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს.

„მე არ მაქვს თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია. მე უკვე ნამყოფი ვარ პრემიერ-მინისტრად, მე ვერ ვიქნები მინისტრი ხომ?- შეუძლებელია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახდეს მინისტრი. ლოგიკურად ასე უნდა იყოს, გამორიცხვის მეთოდით მივდივარ. მე რომ ახლა სუპერ პოპულარული ვიყო, წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრად დავაყენო საკითხი, აბსურდია, მე არ დავაყენებდი პრემიერ-მინისტრად, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლებაში, რადგან ბევრი ახალგაზრდაა.

მე მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მოვიდეს ნორმალური ხალხი ხელისუფლებაში, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური და ჩემი მთავარი კოცენტრაცია იქნება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, თუ ასეთი იქნება. ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ

მისდამი ხალხის არაერთგვაროვანი დამოკიდებულების შესახებ

მან ასევე ხალხის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხმა ყველფერი იცის და სწორ დასკვნებს აკეთებს“ და კარგსაც ხედავს.

„მაგალითად, მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ერთ-ერთ ჩემ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა. მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, როდესაც ახალციხეში არჩევნები ტარდებოდა ყველაზე მაღალი შედეგი რესპუბლიკაში, ქვეყნის მასშტაბით ახალციხეში ფიქსირდებოდა. ახალციხეში ვიღებდით 10 პროცენტით უფრო მაღალ მაჩვენებელს. მე ძალიან მადლობელი ვარ ახალციხელების“

წინა სტატიამდინარე ხობისწყალში 2 მრავალსაუკუნოვანი ხე უკვე შეაცურეს [Video]
შემდეგი სტატია,,რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, მთავრობას კი გეგმა ისევ არ აქვს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური