მთავარისიახლეებიპოლიტიკათეთრიწყარო მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცა. რაიონში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა

თეთრიწყარო მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცა. რაიონში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა

Published on

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცა. ეს გადაწყვეტილება დღეს, უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 15 კი სამედიცინო პერსონალია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ასევე, რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები

ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 485-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 139 და გარდაიცვალა 6 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...