ზელენსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია: ვერავინ უკარნახებს უკრაინის მთავრობას, თუ როგორ მოიქცეს! და ზოგადად, არ არის ნორმალური, რომ უკრაინის შიდა საქმეებში ამ ტიპის ჩარევა ხდება”.

0
761

პრეზიდენტ ზელენსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია გიორგი გახარიას პასუხობს:

“ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში თავად ოფიციალურ თბილისს შეექმნება პრობლემები. ვერავინ უკარნახებს უკრაინის მთავრობას, თუ როგორ მოიქცეს! და ზოგადად, არ არის ნორმალური, რომ უკრაინის შიდა საქმეებში ამ ტიპის ჩარევა ხდება”.- იუწყება გამოცემა „obozrevatel.com“.

საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? შესაძლებელი იყო სრულიად უბრალოდ მოეხდინათ რეაგირება. ვიღაცამ ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს. თუკი ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო ძლიერად ექნება ეს პრობლემები, ვიდრე ჩვენ. ეს ხომ აშშ არაა, რომელიც ამბობს: თქვენ გექნებათ დიპლომატიური პრობლემები“. ეს საქართველოა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა არახამიამ.

მანვე აღნიშნა, რომ თავად ქართველია და კარგად ესმის, როგორ აღიქმება სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის. „ეს არის უბრალოდ ზეწოლის მცდელობა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. აქ სრულიად არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ქართველებთან ვიპოვით საერთო ენას, ჩვენ ძმური ერები ვართ, ეს სტუმართმოყვარე ქვეყანაა“ , – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, კარანტინამდე უკრაინა მეორე ადგილს იკავებდა ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით საქართველოში. ამიტომ, იმედოვნებს, რომ თბილისი არ ისურვებს დაკარგოს კლიენტების ეს სეგმენტი.

შგახსენებთ, გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერად რეფორმების საკითხში კატეგორიულად მიუღებელი იქნება და ქართული მხრის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტიელბა იქნება მიღებული, ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“- განაცხადა გახარიამ და პასუხმაც უკრაინიდან არ დააყოვნა.

დავით არახამია იგივე დავიდ ბრაუნი ზელენსკის გუნდის წევრია, საპარლამენტო ურავლესობის თაბმჯდომარე.

90-იანი წლების დასაწყისამდე იგი გაგრაში ცხოვრობდა. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს კი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად.

დავით არახამია იყო IT კომპანია “თრანის მონსტრის” (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი.

2014 წლის აგვისტოში რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვადიმ მერიკოვის შეთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.

2014 წელს, სექტემბერში, არახამია უკრაინის თავდაცვის მინისტრის შესყიდვების მიმართულების მრჩევლად დაინიშნა.

2018 წლის აგვისტოში, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

იგი ზელენსკის შეთავაზებით მეოთხე ნომრად იყრიდა კენჭს უკრაინის არჩევნებში და დღეს ამ გუნდის ერთერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ზელენსკის პარტიაში გაწევრიანება, მან ასე უპასუხა რადიო თავისუფლებას:

„სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, უკრაინის პრეზიდენტის 4 საათის განმავლობაში ველაპარაკე… დასკვნა ასეთია: ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც მართლა სჯერათ და სურთ. თქვენ იცით, რომ მე ძალიან მწამს როგორც ენერგიის, ისე მისი არ არსებობისა. აქ კი ძალიან ბევრი ენერგიაა. სადღაც კომპეტენციის ნაკლებობაა, როგორც ეს ხშირად ჩემთანაც ხ დება ხოლმე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ქვეყანაში ძალიან ბევრი, მაგარი ექსპერტია როგორც უკრაინიდან, ისე ამერიკიდან და ევროპიდან, რომლებიც მზად არიან დასახმარებლად…მე მჯერა პრეზიდენტის, ვნახე გუნდი და მჯერა ამ გუნდის, მჯერა მათი გულწრფელი განზრახვის და იმედი მაქვს, რომ ერთად გამოგვივა“.

წინა სტატიარატომ ახსენდება რევაზ ბოჭორიშვილს წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­სა და ხავ­სის ამ­ბა­ვი? – საფრანგეთში თამბაქოს მეშ­ვე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შესაძლებლობას იკვლევენ
შემდეგი სტატია27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური