მთავარისიახლეებისაზოგადოებასირაქლემას პოზიციაში ჩამდგარი მარინა ეზუგბაია აცხადებს,რომ 25 ახალი შემთხვევა აგრესიული...

სირაქლემას პოზიციაში ჩამდგარი მარინა ეზუგბაია აცხადებს,რომ 25 ახალი შემთხვევა აგრესიული კვლევის გამოა

Published on

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, 24 აპრილს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა. როგორც ეზუგბაია ამბობს, დღე-ღამის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა, სწორედ აგრესიული კვლევის შედეგია.

ეზუგბაია იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება. 

“გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 4 ახალი პაციენტია, მათგან 2 – მოზარდი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კრიტიკული პაციენტები არ იმყოფებიან, 17 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, დანარჩენს კი საშუალო ან პნევმონია საერთოდ არ აღენიშნებათ. 

“24 საათის განმავლობაში ჩვენთან შემოვიდა 4 ახალი პაციენტი. 2 არის მოზარდი. მათი მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა, ერთს აქვს ტემპერატურა 37.3, მეორეს კი ტემპერატურა საერთოდ არ აქვს და ჩივილებიც უმნიშვნელოდ გამოხატულია. ჯამში ჩვენთან 9 მოზარდი მკურნალობს”, – თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას თქმით, 4 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო სამთან არის ბოლნისის შემთხვევა და ერთი არის უცნობი, რომლის წყაროს მოძიებაც მიმდინარეობს. 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს გამოუვლინდა. ამ მონაცემებით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 949 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...