მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ არის ტესტირება - არ არის მაღალი მაჩვენებელი. ოპოზიცია აცხადებს, რომ...

არ არის ტესტირება – არ არის მაღალი მაჩვენებელი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის პოლიტიკაა, კორონავირუსზე რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დატესტონ

Published on

ოპოზიცია ეხმაურება მარინა ეზუგბაიას რომელმაც განაცხადა, რომ “შემდგომ დღეებში კვლევები ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება და ეს მაჩვენებელი ასეთი [მაღალი]ალბათ უკვე არ იქნება”. 

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მარინა ეზუგბაიას ეს განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს მიდგომას ტესტირებისადმი, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა და რის გამოც საქართველოს 1 მლნ მოსახლეზე ჩატარებული ტესტებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. ფარული ტესტირება ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა, რომ ქვეყანამ ვირუსის ფარული და უკონტროლო გავრცელება თავიდან აირიდოს. მასზე უარის თქმა ნიშნავს , რომ მთავრობას არ სურს თვალი გაუსწოროს სიმართლეს”

გიორგი კანდელაკის შეფასებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, კორონავირუსზე რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დატესტონ. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც.

“მაშინ საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი, ჰო? მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომ არის პოლიტიკა, რომ ტესტირება მაქსიმალურად შეიზღუდოს? ჩვენ შეგვიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, საპირისპირო პოლიტიკა რომ ყოფილიყო, რომ გაგვეტესტა მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ასეთი დრაკონული შეზღუდვების შემოღება ასეთი სიმწვავით არ დადგებოდა და აუცილებელი არ იქნებოდა. გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი დრაკონული” – თქვა კანდელაკმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, აგრესიული ტესტირების შედეგია. ეზუგბაიამ გამოთქვა იმედი, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...