მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე: ელჩი ჯერ არ გამოგვიწვევია, მაგრამ...

გიორგი გახარია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე: ელჩი ჯერ არ გამოგვიწვევია, მაგრამ რეაქცია მოჰყვება

Published on

უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია, უკრაინა კი – სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელია მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიან განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში.

მისივე თქმით, მისთვის ასევე მიუღებელია ომონ-ისა თუ მილიციის მიერ მისი ქვეყნის პრეზიდენტის თმებით გამოთრევა რესტორნიდან:

“ჩემთვის ეს, ასევე, მიუღებელია”, – თქვა პრემიერმინისტრმა და დაამატა, რომ უკრაინიდან საქართველოს ელჩი ჯერ არ გამოუწვევიათ, თუმცა, რეაქცია აუცილებლად იქნება:

“ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ ასეთ ნაბიჯს, რასაკვირველია, საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება და, როგორც მინიმუმ, ელჩს გამოვიწვევთ კონსულტაციებისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....