27 ოპოზიციური პარტია საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

0
354

27 ოპოზიციური პარტია საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. წერილში პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. 

“როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია. 14 აპრილს შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები, სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს”, – წერია წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს.

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი- არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოტქომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს”, – წერს ოპოზიცია.

წერილში ოპოზოციური პარტიები წერენ, რომ საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად.

“დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ”, – წერია წერილში.

წერილს ხელს აწერს 27 პოლიტიკური პარტია:

ევროპული საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს ლეიბორუსტული პარტია
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“
სამოქალაქო მოძრაობა|
თავისუფალი დემოკრატები
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“
ახალი საქართველო
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ევროპელი დემოკრატები
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
ემსახურები საქართველოს
საქართველო ლიდერთა შორის მოძრაობა სამართლიანობისთვის
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
ახალი ქრისტიან-დემოკრატები
კანონი და სამართალი
ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა
გამარჯვეული საქართველო
ახალი საქართველოსთვის
დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე

 

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან 111 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური