მთავარისიახლეებიუკრაინაუპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთი ქვეყნის რეფორმატორი ლიდერი ხდება გაცილებით დიდი სახელმწიფოს მაღალი...

უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთი ქვეყნის რეფორმატორი ლიდერი ხდება გაცილებით დიდი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი და გაუძღვება რეფორმებს უკრაინისა და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში – პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

Published on

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის   ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავაზებასთან დაკავშირებით პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

პარტიის შეფასებით, „საქართველოს მესამე პრეზიდენტის ევროპის უდიდესი ქვეყნის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე წარდგენა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი  რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ გამორჩეული პოლიტიკოსია“.

„მას აქვს საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის წარმატებული გამოცდილება და აღიარებული კრიზის მენეჯერია. პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთი ქვეყნის რეფორმატორი ლიდერი ხდება გაცილებით დიდი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი და გაუძღვება რეფორმებს უკრაინისა და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში.

სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც მეგობარი სახელმწიფოს მეთაური საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებულ და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივებზე უარი თქვა და არ გამოიყენა მისი მაღალი დონის საერთაშორისო კონტაქტები, კვალიფიკაცია, გამოცდილება და პოლი ტიკური რესურსი.

ამავე დროს, ბევრი ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოსა და უკრაინის განვითარება მჭიდრო კავშირშია. უკრაინის წარმატება უშულოდ დაკავშირებულია საქართველოს წარმატებასთან. უკრაინაში განხორციელებული რეფორმები, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ნაბიჯები უდიდეს დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გააჩენს ახალ და გადამწყვეტ შესაძლებლობას არსებული მძიმე ვითარების დასაძლევად, რეალური ცვლილებების განსახორციელებლად, და აჩქარებს საქართველოს დეოკუპაციის, დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. 

მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მთავარი საფიქრალი საქართველოა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და სადაც არ უნდა იყოს იგი, საკუთარ რესურსს ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას მოახმარს“,-აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

სიახლეები

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...