მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულის აქციაზე პროტესტით გამოსული ხალხი სკანდირებდა ,,მიშა! მიშა!'', ხელისუფლების წარმომადგენლები კი საპასუხოდ...

მარნეულის აქციაზე პროტესტით გამოსული ხალხი სკანდირებდა ,,მიშა! მიშა!”, ხელისუფლების წარმომადგენლები კი საპასუხოდ გაყვირიან ,,საბოტაჟი! საბოტაჟი!”

Published on

მარნეულის აქციაზე პროტესტით გამოსული ხალხი სკანდირებდა ,,მიშა! მიშა!’, რამაც ხელისუფლებაში შეშფოთება და აქციის ორგანიზებაში ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულებაზე მიტანილი იერიში გამოიწვია. ნაცვლად იმისა, რომ ყური მიუგდონ იმას, რა პრობლემების წინაშე დგას ეს შრომისმოყვარე ხალხი და რას ითხოვს ხელისუფლებისაგან, მოტიკტოკე ოლიგარქის ხელდასხმული ჩინოვნიკები დამნაშავეს ეძებენ ყველაში და ყველაფერში, გარადა საკუთარი უუნარობისა გაუმკლავდნენ კორონა ვირუსის მიერ განპირობებულ გამოწვევებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მარნეულის აქციის უკან საბოტაჟის ნიშნებს ხედავს და „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ თუ ამ აქციის უკან პოლიტიკური მიზნები დგას, ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შესაბამისი პასუხისგება დაეკისრებათ.

„ასეთი ტიპის აქციის მოწყობა რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს აქცია ორგანიზების გარეშე არ იქნებოდა, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, რომ იქ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ზედმეტად აქტიურობენ, უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ეს არის საბოტაჟის ნიშნები, რაც მიმართულია პოლიტიკური მიზნებისკენ და ხელისუფლების სწორი ქმედების საწინააღმდეგოდ, თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფო მოახდენს კანონიერ რეაგირებას. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის,ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამ ვითარებაში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ მსგავსი ტიპის აქცია და გამოსვლები. არამხოლოდ მარნეულში, არამედ მთელ საქართველოშია გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

ჩვენ გვესმის ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აქვს, თუმცა, აქ ყველას გვჭირდება შესაბამისი მოთმინება გამოვიჩინოთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ რთულ გამოვწვევას, მაგრამ ეს რაც ხდება მარნეულში, თუ ამას თავის პოლიტიკური სარჩული აქვს, ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა დაესკირებათ შესაბამის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომლებიც კანონს არღვევენ“ , – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი 

ეს არის მავნებლობა, პროვოკაცია და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი მარნეულში გამართულ აქციას.

მისი თქმით, აქცია დიდი ალბათობით კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული იყო.

„ასეთ შეკრებებს მოჰყვება აუცილებლად ვირუსის აფეთქება, ამიტომ, ასეთი ქმედებები ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მავნებლობა, პროვოკაცია და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ამ შეკრებაზე გამოჩნდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა და ძალიან დიდი ალბათობით, ეს იყო ორგანიზებული. ეს თუ ასეა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობას,“- აცხადებს კახიანი.

ის ასევე გამოეხმაურა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ არსებული ვითარება სწორედ იმ შეზღუდვების დამსახურებაა, რომელიც აქამდეც მოქმედებდა.- ასეთი შეფასება მისცა მარნეულის აქციას დეპუტატმა გიორგი კახიანმაც

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...