მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათი პრობლემები დაუყოვნებლივ...

მარნეულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათი პრობლემები დაუყოვნებლივ არ გადაწყდა, ფეხით ჩავა თბილისში

Published on

მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ.

„რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, დაახლოებით 5 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და გზა გადაკეტეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ელოდებიან და მათგან დახმარებას ითხოვენ.

– გვეუბნებიან, დაჯექი სახლში, როდემდე? ყველას სესხები გვაქვს.

– კვირაში ერთხელ მოდიან, ვითომ რეალიზაცია არის, მაგრამ სად არის?

– ხალხს პურის ფული არ აქვს, ბანკების ვალებს რა ვუყოთ?

ამბობენ აქციის მონაწილეები.

დემონსტრანტებს შეუერთდნენ ევროპული საქართველოს მარნეულის ოფისის ლიდერი აჰმედ იმამკულიევი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისის ლიდერი აზერ სულეიმანოვი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც

დემონსტრანტებთან მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აქციას პოლიტიკური სარჩული აქვს, რასაც “სამწუხაროდ” აფასებენ. 

პარალელურად, ზაურ დარგალი დემონსტრანტებს ამშვიდებს, რომ გზები მალე გაიხსნება.”მოსავლის გატანის მიმართულებით უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობთ, თუმცა მოცულობა დიდია და დამატებითი რესურსებია საჭირო, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქტი გავიდეს,”- ამბობს ზაურ დარგალი. 

შეგახსენებთ, მარნეულში უკვე ერთი თვეა მკაცრი კარანტინია გამოცხადებული

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...