საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის მოქმედებს კომენდანტის საათი.
ერთი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 4,878 შემთხვევა გამოავლინა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 706 შემთხვევა, 2 აპრილს დაფიქსირდა.