მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აღიზიანებს ქვეყნის "მფლობელებს"! - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხანძარს ეხმაურება

“საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხანძარს ეხმაურება

Published on

თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. მომხდარს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და გამოძიებას ითხოვს. სააკაშვილის თქმით, იმ დროს, როცა ხანძარი გაჩნდა, დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო.


“დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”!

იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.


ცნობისთვის, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საოფისე ინვენტარი.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...