კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
395

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 15  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე დადასტურებულია კორნავირუსის 385 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 84. გარდაცვლილია 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში – 4971  მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 519 პაციენტი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი იმყოფება,  სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

3 მძიმე პაციენტი დაემატა ინფექციურ საავადმყოფოსაც და ამ დროისთვის 8 პაციენტი ჰყავთ მძიმე პნევმონიით.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას,  აქ გართულებული პნევმონიით 11 პაციენტია, მათ შორის არის სასულიერო პირიც.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ბოლო 2 დღის განმავლობაში 65 კვლევა ჩატარდა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. 

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათან 1 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. დაინფიცირებული 50 წლამდე ქალია. დანარჩენი 3 პირი კი კარანტინიდან გადაიყვანეს, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ქუთაისში ერთით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ისიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში.

წინა სტატიაზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის სიმპტომებიტ ტრაილერის მძღოლი მოათავსეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორეიდან სპეცრეისით 20 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური