ფოთში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
ისინი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა
„ახლა მიმდინარეობს მეზობლების თერმოსკრინინგი, ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია“ – განაცხადა მან.
ცნობილია, რომ ინფიცირებული 70 წლის ნედიკოსია. მისი შვილი კი ფოთის პოლიციის უფროსი.