მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორონა ქვეყანაში და კორონა მერიის სკამებზე

კორონა ქვეყანაში და კორონა მერიის სკამებზე

Published on

თბილისის მერია 100 საპარკე სკამის 43 000 ლარად შეძენას აპირებს. თვითმართველობის ორგანომ მათ შესასყიდად ტენდერი 7 აპრილს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. ხელშეკრულების დადებისთანავე კი, მიმწოდებელმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს სკამების მონტაჟი სასურველ მისამართებზე.

დოკუმენტში არ წერია, ქალაქის რა ნაწილისთვის აპირებს თბილისის მერია საპარაკე სკამების შესყიდვას, მაგრამ პრესსამსახურის ინფორმაციით ეს, სავარაუდოდ ჭავჭავაძის გამზირისთვის ხდება.

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესასყიდად ტენდერი მარტშიც გამოაცხადა, რომლის მიხედვით 155 საპარკე სკამის შეძენის სავარაუდო ღირებულად 1,311,870 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. თუმცა, ტენდერი წინადადებების მიღების დაწყებამდე შეწყვეტილად გამოცხადდა და ამის მიზეზად “ქვეყანაში შექმნილი ვითარება” დასახელდა.

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...