“ქართული ოცნების” ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ძმა მამუკა დანელია საზოგადოებას აგინებს და მას განადგურებით ემუქრება გახარიას დახმარებით. შეგახსენებთ, რომ გია დანელია გახლავთ სწორედ ის პირი, რომელიც ფიგურირებს 2019 წელს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ფარულად გადაღებულ ვიდეოში, სადაც ის ყვება თუ როგორ ემუქრებიან მოსახლეობას და აიძულებენ “ქართულ ოცნებას” მისცენ ხმა. ის ამავე ვიდეოში საუბრობს, რომ აქვს ნებართვა ყველანაირ უკანონობაზე მთავრობის ზემდგომი პირებისგან, მათ შორის ტერორზე, გატაცებაზე, გაყალბებაზე და მოსყიდვაზე.
ჩვენ გთავაზობთ მის მიერ დაწერილ კომენტარებს, რომელიც მან სწორედ ნახსენები ვიდეოს ქვეშ გამოაქვეყნა

