ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება, ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი განმარტებით დილიდან გაიხსნება ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია. გიორგი შენგელიას განცხადებით ბაზარში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, გაკონტროლდება მოქალაქეთა ნაკადი, რათა დისტანციის დაცვა მოხდეს, დისტანციის დაცვა მოხდება ბაზრის გარე ტერიტორიაზეც. აგრარულილი ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს გაუწევენ სურსათის ეროვნული სააგენტიოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ზუგდიდის მერის განმარტებით, ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები..
ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...