მთავარისიახლეებისაზოგადოება"სუფთა სახლის" ობიექტების დახურვა და ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება...

“სუფთა სახლის” ობიექტების დახურვა და ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება ცუდი და მიუღებელი” გადაწყვეტილებაა

Published on

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელი “სუფთა სახლის” ობიექტების დახურვას და ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვებას “ცუდ და მიუღებელ” გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ჯანდაცვის მიმართულებასთან ერთად,  უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის გადარჩენა, ბიზნესისა და უმუშევრად, უსახსროდ დარჩენილი ხალხის დახმარება. 

“ბევრ ქვეყანაში, სადაც შეუდარებლად მძიმე ვითარებაა საქართველოსთან და ასევე შეუდარებლად მეტი მატერიალური დახმარება აქვს მოსახლეობას, უკვე ფიქრობენ, ნელნელა გახსნან დახურული საწარმოების თუ სავაჭრო ობიექტების ნაწილი, სადაც ასევე დაცული იქნება ყველა პრევენციული რეკომენდაცია. იტალიასა და ესპანეთშიც კი, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, აპირებენ ამ მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გრაფიკის მიხედვით.

ჩვენთან პრაქტიკულად ყველაფერი დაკეტილია და მძიმე ვითარებაში მყოფი მოსახლეობაც დახმარების მოლოდინშია. ამ ფონზე, მაგალითად, ერთერთი დიდი ქსელის ყველა ობიექტის დახურვა და ამდენ უმუშევარ ადამიანს კიდევ 1200-მდე უმუშევრის დამატება რატომ ხდება?” – კითხულობს წერეთელი.

“აღარაფერს ვამბობ, “დარჩი სახლში”-ს პირობებში რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის იქვე ახლოს, ძალიან საჭირო პროდუქციის შეძენა უბნის მაღაზიაში, თანაც წესების მკაცრი დაცვით.. თუ ეს კორონავირუსის შემთხვევას ეხება, ამის მოვლა შეიძლება ყველაფრის დაკეტვის გარეშეც, თუ რამე სერიოზული საფრთხეა, უთხრან ხალხს, ამ მაღაზიებში ხომ ბევრი ადამიანი დადიოდა?!” – ამბობს გიგი წერეთელი.

მაღაზიათა ქსელი “სუფთა სახლი” 10 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გამო დაიხურა,

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...