მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ - ნიკა მელია

ერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ – ნიკა მელია

Published on

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია კომენდატის საათის სავარაუდო გაგრძელების წინააღმდეგია. ოპოზიციონერი ლიდერი ფეისბუკის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც :ოდიშინიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის ჩათვლით. სავარაუდოდ მთავრობა მისი გაგრძელების წინადადებით მიმართავს პარლამენტს.

ოპოზიცია დილემის წინაშეა – დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?!

სასწორის ერთ პინაზე დევს ვირუსის აფეთქების საფრთხე, თუ შეზღუდვები მოიხსნა, მეორე პინაზე კი – გარდაუვალი შიმშილის საფრთხე, თუ შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა.

ორივე შემთხვევაში საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?!

რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ?

ჩემი აზრით, კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია.

ხელისუფლება დღემდე ვერ გვპასუხობს, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რა მხრივ აფერხებს ვირუსის გავრცელებას? რას ისახავს მიზნად?

რაც შეეხება საგანგებო მდომარეობის და „დარჩი სახლშის“ კამპანიის გაგრძელელებას, ჩემი აზრით, ამ ზომების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება რეალურად დაეხმარება უსამსახუროდ დარჩენილ, სახლებში ულუკმაპუროდ გამოკეტილ მოსახლოებას. ვიმეორებ, თუ რეალურად დაეხმარება.

ცარიელი „დარჩი სახლშის“ ძახილი იოლია, მაგრამ ერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ.

ლუკმა პურის გარეშე მხოლოდ დათვები რჩებიან ზამთრობით თავის ბუნაგში, აქ დათვი არავინ არ არის.

ხელისუფლებამ ნება უნდა ინებოს და დაეხმაროს მოსახელობას და თუ არ/ვერ ეხმარებიან, აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.

დიახ, საქართველოს მთავრობა, თუ ადამიანებს სიცოცხლის უფლებას არ უტოვებთ, სიკვდილის არჩევის უფლება მაინც დაუტოვეთ, მოხსენით შეზღუდვები და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს – დარჩეს სახლში და მოკვდეს შიმშილით, თუ გავიდეს სამუშაოდ და მოკვდეს ვირუსით.

ეს ჩემი აზრია, ჩემი განწყობა, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ? უნდა დაუჭიროს მხარი თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?” – წერს მელია

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...