მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრასბურგში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სტრასბურგში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

Published on

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საფრანგეთში, სტრასბურგში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 

“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა იმნაძემ ბრიფინგზე. 

ჯამში, უცხოეთში COVID-19-ით საქართველოს 6 მოქალაქეა გარდაცვლილი. 

საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსით ნიუ-იორკში გარდაიცვალა. COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა – 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მე-5 მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა ვირუსს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...