მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსით დაავადებული მარნეულელი ქალი ინფექციისგან განიკურნა და კლინიკას დღეს დატოვებს

კორონავირუსით დაავადებული მარნეულელი ქალი ინფექციისგან განიკურნა და კლინიკას დღეს დატოვებს

Published on

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს პაციენტი გაეწერება, რომელსაც COVID19-ის ინფექცია მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან ჰქონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55 პაციეტია მოთავსებული.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი, კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია. ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ლევან რატიანის განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკის რეანიმციის განყოფილებაში წევს 7 პაციენტი. აქედან 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მისივე თქმით, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...