მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურს გამოღმა აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორის ერთი კორონავირუსით არის...

ენგურს გამოღმა აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორის ერთი კორონავირუსით არის ინფიცირებული – ქეთევან ციხელაშვილი

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სხვადასხვა წყაროთი ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში უკვე კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემია. როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულები ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე ადამიანი კი კარანტინში იმყოფება. ამასთან, როგორც ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

„ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ახლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, დროული იზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს“, – თქვა ციხელაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორის ერთი კორონავირუსით არის ინფიცირებული. „ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სიახლეები

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შემცირებას ან ნეიტრალურ...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00...

“ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ...

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...