მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით გამყრელიძე: საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის

დავით გამყრელიძე: საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის

Published on

საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. ასე ცდილობს იგი გაამართლოს ნათია თურნავას მიერ მოსახლეობისათვის სეთავაზებული პირბაცდეების ყოვლად უსახური, უფრო მეტიც არაესთეტიკური დიზაინი, რომელსაც მძაფრიკრიტიკული შეფასებები მოყვა სოციალურ ქსელში , მოქალაქეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, თუ რამდენად არის ეფექტიანი დოლბანდისგან შეკერილი . ქართული წარმოების ეს პირბადე

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება.

„ამ პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები. ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა იმნაძეაცხადებს, რომ ტექნოლოგია, რომლითაც პირბადეები დამზადდა, აპრობირებულია და წლების გნამავლობაში, სანამ ერთჯერადი ნიღბები შეიქმნებოდა, სპეციალისტები სწორედ ამგვარი პირბადეებით მუშაობდნენ საშიშ ინფექციებზე:

“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა”, – უთხრა პაატა იმნაძემ ნეტგაზეთს და აღნიშნა, რომ ის CDC-ს (აშშ-ის დაავადება კორნტოლისა და პრევენციის ცენტრი) რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია და დაწესებულია ლიმიტი, თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა.

მოლოდინები, რომელიც ნათია თურნავამ შექმნა დაახლოებით ასეთი იყო. მაგრამსინამდვილე სხვაგვარი აღმოჩნდა. ერთერთი ტიპური გამოხმაურება მოსახლეობის მხრიდან ასეთია: ქოცებო, აი, რომელი პირბადე აკავებს ვირუსის გამავლობას და არა ის თქვენსმოერ მოჯღაპნული 4 ფენა მარლა, რომელის გამტარუნარიანობა მაღალია და ვირუსი რომელიც ნანომეტრებია, მაგ მარლის მიკრონებს უპრობლემოდ გაივლის, მოსახლეობა რატომ შეგყავთ შეცდომაში და რატომ უქმნით მათ ჯანმრთელობას პრობლემებს?!

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...