ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათშორისი საოპერაციო შტაბი კოროვირუსისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით ავრცელებს.
“კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ხოლო ყველა იმ ადამიანის შემოწმების შემდეგ, ვისაც პირველ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, ერთ-ერთ მათგანში კორონავირუსი აღმოაჩინეს. ეს მოქალაქე ახლა იზოლირებულია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭირო თერაპიას ღებულობს. გარდა ამისა, კორონავირუსზე 5 ადამიანის ტესტირება ჩატარდა. ყველას შედეგი უარყოფითია” – უწყებათშორისი საოპერაციო შტაბი
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში პირველი კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცია, რომელიც რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს შევიდა და 4 აპრილს გახდა ცუდად, ხოლო ახალი კორონავირუსი 7 აპრილს დაუდასტურდა.