მთავარისიახლეებისაზოგადოებააგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ - ლევან გოფოძე

აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ – ლევან გოფოძე

Published on

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ.

როგორც გოფოძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ტესტირების ახალი ალგორითმით ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის.

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ – განაცხადა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...