წუხელ, 8 აპრილის ღამით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოზარდი გარდაიცვალა – გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს

0
420

8 აპრილის ღამით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2005 წელს დაბადებული მოზარდი. ამის თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, მოზარდს კორონავირუს COVID-19-ზე უკვე აუღეს ანალიზი და შედეგებს მოგვიანებით ელოდებიან.

განცხადების თანახმად, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარებაში მოათავსეს, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.

მანამდე, 3 აპრილს პაციენტი სოხუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ნაწლავური ინფექციის წინასწარი დიაგნოზით. 5 აპრილს პაციენტის მდგომარება სტაბილური გახდა და ის ადგილობრივი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ამბულატორიულ რეჟიმში სამკურნალოდ გაწერეს.

„პაციენტს ბავშვობიდან სხვადასხვა ქრონიკური დაავადება აღენიშნებოდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ჰქონდა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს“, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

წინა სტატიაერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.1794 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროსი – 3.4576 ლარი
შემდეგი სტატიაავარია თბილისში -გარდაცვლილია სამი ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური