მთავარისიახლეებისაზოგადოებაონისა და ქუთაისის მერებს თანამდებობები დაატოვებინეს

ონისა და ქუთაისის მერებს თანამდებობები დაატოვებინეს

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა. რა გახდა “ქართული ოცნების” ქუთაისს ორგანიზაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.ჭიღვარია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ოპოზიციის ინფორმაციით კი მას თანამდებობიდან წასვლას აიძულებენ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გუშინ ქუთაისის მერიაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის, გუბერნიისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრები ესწრებოდნენ. ეს ადამიანები მერს თანამდებობიდან წასვლას აიძულებდნენ, სანაცვლოდ კი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეობას დაჰპირდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა ონის მერმა ემზარ საბანაძემაც დატოვა. ემზარ საბანაძე შს მინისტრის მოქმედი მოადგილის კახა საბანაძის მამაა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...