მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ჯანმო გვირჩევდა ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი...

,,ჯანმო გვირჩევდა ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?საბედნიეროდ, მე უარვყავი ეს”- ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს

Published on

7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომუნისტურ ჩინეთთან ახლო კავშირზე Twitter-ზე დაწერა და თქვა, რომ ორგანიზაციამ მსოფლიოს მცდარი რჩევა მისცა, როდესაც ვირუსის გავრცელების დროს ქვეყნებს ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვისკენ არ მოუწოდა:

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ჩინეთზე ძალიანაა ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?”

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანო-მ მსოფლიოს მოუწოდა , რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ქვეყნების საზღვრები გახსნილი უნდა ყოფილიყო და ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. სწორედ 31 დეკემბერს, დაახლოებით ერთთვიანი დამალვის შემდეგ, ჩინეთის მაღალჩინოსნებმა გაამჟღავნეს რომ ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, ოფიციალურად ეს 2020 წლის 7 იანვარს დაადასტურეს. ახალ ვირუსზე კი დეტელები ნელ-ნელა იანვრიდან გაამჟღავნეს – ჩინეთმა მხოლოდ 20 იანვარს თქვა, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადიოდა. 

18 იანვარს აშშ-მა ჩინეთიდან ჩამოსული პირების შემოწმება დაიწყო . 31 იანვარს ტრამპმა ჩინეთიდან ჩამომსვლელთათვის შემოსვლა აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ტაივანი იყო პირველი, ვინც არც ჩინეთს და არც ჯანმო-ს ენდო და ჩინეთიდან ჩამოსული პირების სკრინინგის ინიციატვით 31 დეკემბერს გამოვიდა. ტაივანი ერთერთერი ლიდერია ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში. ამის მიუხედავად, ჯანმო ჩინეთის წნეხის გამო ტაივანს ორგანიზაციაში არ იღებს.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუპეის პროვინციის დედაქალაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინეთის ვირუსს ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ და ამას რასიზმს მიაწერენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი განცხადება მოგვიანებით დაგმო.


სიახლეები

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...

გორში დააპატიმრეს ტაქსისტი, რომელსაც შშმ მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. "გამოძიებით...