მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფრომაციით, კლინიკის 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბექაია tabula ge – თან განმარტავს, მედპერსონალის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მისივე თქმით, მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია შემდგარია და კლინიკის 5 თანამშრომელი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ასევე ის პაციენტები, ვისთანაც კლინიკის თანამშრომლებს ჰქონდათ შეხება, – “თუმცა მათი მომსახურების არეალი მცირეა”.

მარეხი ბექაიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისგან გადაედოთ კლინიკის თანამშრომლებს COVID 19.

“ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ იმდენად მცირე დროა გასული, შესაძლოა, ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო ანუ, მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლენილიყო.

გუშინ ეპიდოლოგებთან შეთანხმებით შეჩერებული იყო მიღება კლინიკაში, სანამ არ განისაზღვრა მომსახურე პერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამე გაიხსნა კვლავ მიღება”, – ამბობს ბექაია.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა, მათგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია – 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...