მთავარისიახლეებისაზოგადოებაყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

Published on

ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს, თუმცა მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო და დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, ეკატერინე ტოგონიძემ განაცხადა.

„უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.

სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.

რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.

ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.- წერს ეკატერინე ტოგონიძე

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...