ხანძრის ერთი ლოკალიზებული, ორი ღია კერა – ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს უკვე მესამე დღეა ტყე იწვის

0
458

ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს, უკვე მესამე დღეა ტყე იწვის. მეხანძრეებმა ცეცხლის ერთი კერის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ჯერ კიდევ 2 ღია კერაა. 

ამასთან ერთად, უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ეგორ ფირსოვის ინფორმაციით, ხანძრის ეპიცენტრში რადიაცია დასაშვებ ნორმას 16-ჯერ აღემატება,  , რაც ზოგ ლოკაციაზე ხანძართან ბრძოლის სამუშაოებს ართულებს. 

ცეცხლი 4 აპრილს გაჩნდა. ის დაახლოებით 20 ჰექტარზე გავრცელდა, თუმცა შემდეგ 100 ჰექტარის ტერიტორია მოიცვა. რადიაციის მომატება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში არ დაფიქსირებულა. 

 

წინა სტატიარუხის სამედიცინო ცენტრი სამ დღეში კარანტინში გადასაყვან მოქალაქეებს მიიღებს
შემდეგი სტატიავისაც საჭიროა „ბიტებით“ გავლახავთ, ვისაც საჭიროა ციხეში ჩავსვამთ, თუ საჭიროა სარდაფში. ამით საკუთარ ხალხს ვიცავ“ – რამზან კადიროვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური