მთავარიUncategorizedზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა

Published on

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო. დღეს ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო. ,,ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ ,,ზუგდიდასუფთავება“ და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოირეცხა როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ. სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, მერიის მოადგილეები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავებას ცენტრმა “ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღება და ღია სივრცეებს ჩუტარდა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...