მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას - COVID 19–ით დაინფიცირებული...

ზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას – COVID 19–ით დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტის წრე ფართოვდება

Published on

საქართველოში COVID 19–ით ახალგაზრდა დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგები ახლა მის კონტაქტებს არამარტო თბილისში, არამედ სამეგრელოშიც ეძებენ, რადგან როგორც გაირკვა, მამაკაცს ამეგრელოში ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი.

სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება. ქალი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა მასთან ამ დრომდე არავინ მისულა.

მამაკაცი სამეგრელოში 27 მარტს ჩავიდა, და ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში იმყოფებოდა.

წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას თქმით, ახალგაზრდა, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა.

“​ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონატაქტების გამოსვლენად. პიროვნებას თბილისში გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა”, – ამბობს კვარაცხელია.

შესაბამისი ორგანოების ცნიბით, სპორტსმენთან დაკავშირებით საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თითიზოლაციაში იმყოფება.

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...