საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა

0
371

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს ​კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სამი რეკომენდაცია მისცა.  პატრიარქის რეკომენდაციების შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესმდივანი წერს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შეტყობინებები დაეგზავნებათ.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“ – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს, მათ შორის ერთ მცირეწლოვანს იაშვილის კლინიკაში გადაიყვანენ
შემდეგი სტატიასოფელ ინგირში მოსახლეობისთვის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური